პარიზის წიგნის ბაზრობა

სამინისტრო: პარიზის წიგნის ბაზრობამ საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიგვიწვია

საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზება მიიღო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, უწყება საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს.

"ამ მიზნით მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება. დაგეგმილია ფრანგულ მხარესთან 2020-2022 წლებში პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის დეტალების შეთანხმება და ფრანგულ ენაზე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი პროგრამების შემუშავება" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ "საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხორციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო".

კომენტარები