აშშ-ში ალაბამას შტატში მომხდარი ტორნადოს შემდეგ, 23 ადამიანი დაიღუპა. ქალაქის ხელმძღვანელობის თქმით, იდენტიფიკაციის შედეგად დაღუპულებიდან 7 ერთი ოჯახის წევრია. ამის შესახებ BBC წერს.
მედიის ცნობით, აქედან 4 ბავშვია. ყველაზე პატარა 6 წლის, უფროსი კი 90 წლამდე იყო. BBC წერს, რომ დაღუპულები სახლში იმყოფებოდნენ. ტორნადომ დასახლებაში ყველა სახლი გაანადგურა. მაშველების ინფორმაციით, ოჯახის ერთი წევრის გადარჩენა შეძლეს.
ტორნადო შტატს 4 მარტს დაატყდა თავს. ათობით ადამიანი დაშავდა. 8 დაკარგულად მიიჩნევა. ოფიციალური უწყებების თქმით მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.