პატიმრების გაქცევის მცდელობა

პორტუსა და ბენფიკას მატჩის დროს, პორტუგალიელმა პატიმრებმა ციხიდან გაქცევა სცადეს

პორტუგალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის ცენტრალურ მატჩში, ერთმანეთს ისტორიული მეტოქეები - პორტუ და ბენფიკა დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ შეხვედრას პორტუგალიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ადევნებდა თვალს და პატიმრების ჯგუფმა ამით სარგებლობა გადაწყვიტა.

პორტუგალიის ერთ-ერთ ციხეში, თამაშის ყურებით გართულ მეთვალყურეებს გამოეპარათ 10 პატიმარი, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ. ციხის მთავარმა დარაჯმა პატიმრები მაინც შეამჩნია და მათი მცდელობა აღკვეთა.

პორტუ ბენფიკასთან საშინაო მატჩში 1:2 დამარცხდა.

კომენტარები