ხუხაშვილი: გახარიას პასუხის წყობა ძალიან უცნაური და ყალბი იყო

გახარია ამ ხელისუფლებაში ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანია და თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება, გახარიას მოეკითხება. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, დღეს გახარიაზე წარმოდგენა რომ შეგვეცვალა, სხვები საერთოდ ვინ არიან და რა დღეში არიან - ეს არის ძალიან სერიოზული დრამა.

გახარიას პასუხის წყობა, ძალიან უცნაური და ყალბი იყო. არ ვიცი ვინ ურჩია, რომ ასე ელაპარაკა. საერთოდ ცნობილია, რომ მას შეუძლია პირდაპირ თქვას რაღაცები. დღეს დაიწყო ლაპარაკი მშენებლობებით. ანუ ვიღაცამ ურჩია, რომ ეს თემა დააკნინე, წარმოადგინე, ვითომ მეორეხარისხოვანია და უფრო მნიშვნელოვანია აქ რა ააშენე. წყობა იყო ძალიან არადამაჯერებელი. ეტყობა ვიღაც ძალიან ჭკვიანი მრჩეველი ჰყავს, ვინც ურჩია ასე მოიქეციო, მისთვის ეს არ იყო აქამდე დამახასიათებელი. მისი მხრიდან სწორი, ყველაზე დამაჯერებელი იქნებოდა, რომ ეთქვა - კი ბატონო, იყო რაღაც წერილი, მაგრამ ის, რომ იქ იყო მუქარა, ხაზარაძის ინტერპრეტაციაა.

გია ხუხაშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მამუკა ხაზარაძის ბრალდებებზე გიორგი გახარიას პასუხს აფასებს.

კომენტარები