ჰოლივუდის წყვილები

ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს ცრუ ბრალდებისთვის უჩივლა და თქვა, რომ ჰარდმა ილონ მასკთან უღალატა

ამერიკელმა მსახიობმა ჯონი დეპმა ყოფილი ცოლის, მსახიობ ემბერ ჰარდის წინააღმდეგ, რომელმაც ის ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

55 წლის მსახიობი ყოფილ ცოლს მცდარ ბრალდებაში ადანაშაულებს და მისგან 50 მილიონ დოლარს ითხოვს.

მისი თქმით, ცრუ ბრალდებები ემბერის პირადი პიარისთვის გაკეთდა. 

ჯონი დეპი ემბერ ჰარდს ღალატშიც ადანაშაულებს. მსახიობის თქმით, ჰარდმა მათი ქორწილიდან ერთ თვეში ილონ მასკთან უღალატა. დეპი ამბობს, რომ როცა ის ლოს ანჯელესში არ იყო, მასკი მის ყოფილ ცოლს სახლში ეპატიჯებოდა

წყვილი 2015 წელს დაქორწინდა, თუმცა 2016 წლის მაისში მათ შორის ინციდენტი მოხდა. ემბერ ჰარდმა თქვა, რომ დეპი მას თავს დაესხა. მედიაში მსახიობის ფოტოებიც გავრცელდა, სადაც მას სახეზე დალურჯებები ჰქონდა. ქალი ამბობდა, რომ ფოტოები სწორედ ამ ინციდენტს ასახავდა. ამის შემდეგ, ჯონი დეპს შემაკავებელი ორდერით ჰარდთან 100 მეტრის რადიუსში მიახლოება აეკრძალა. ისინი 15 თვიანი ქორწინების შემდეგ განქორწინდნენ. 

კომენტარები