თითქმის 100 წლის წინ ამ დღეს, ქართული საზოგადოების თავისუფალი არჩევანი ძალით და სისხლში ჩაახშეს. ამ ადამიანებმა, ვის მემორიალთანაც ვიმყოფებით, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს იმას, რომ ჩვენ გვქონოდა შანსი თავისუფალ და ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრების, ამიტომ ჩვენი როგორც საზოგადოების ვალია დავიცვათ ეს თავისუფლება. ქართველი საზოგადოების არჩევანი არ შეცვლილა საბედნიეროდ, მაგრამ სამწუხაროდ არ შეცვლილა ასევე ჩვენი მტრის განზრახვა, მაშინ საბჭოთა რუსეთის ახლა პუტინის რუსეთის. სპეციფიკურად, პოლიტიკოსების ვალია, მარტო ამ დღეს კი არ მივაგოთ პატივი ამ მსხვერპლის სხოვნას, არამედ ყოველდღე გვახსოვდეს, რომ კომპრომისი იმ ძალებთან, ვინც ამ თავისუფლებაზე უარს ეუბნება ქართველ ხალხს არის პოლიტიკური უზნეობა.
ბოკერია: კომპრომისი იმ ძალებთან, ვინც თავისუფლებაზე უარს გვეუბნება, არის პოლიტიკური უზნეობა
tbl.ge/3i60
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს წევრებმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.




