ბიბლიური უზრუნველყოფა

ბიბლიური უზრუნველყოფა - რელიგიური ორგანიზაცია პატიმრების მონახულების გასაადვილებლად

გლდანის ციხე
facebook.com/moc.gov.ge

ბიბლიური უზრუნველყოფა - ახალი რელიგიური ორგანიზაცია ამ სახელით გუშინ დარეგისტრირდა. მისი ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძეა

მისი თქმით, ორგანიზაცია ადამიანებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სასულიერო პირის სტატუსი და შემდეგ თავიანთი ოჯახის პატიმარი წევრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფრო მარტივად მოინახულონ. 

ამისთვის რეგისტრაციაა საჭირო. 

"ახლანდელი პრაქტიკაა, რომ ძალიან დიდი ბიუროკრატიაა და პატიმრებს არ აქვთ საშუალება, კონტაქტი დაამყარონ ოჯახის წევრებთან, ბიზნეს-პარტნიორებთან და სხვა წევრებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვიფიქრეთ ასეთი რამე, რომ მათი პირობების გაუმჯობესების და საზოგადოებაში ჩართულობის მიზნით, გავაადვილოთ ეს და ნებისმიერ პირს, ვისაც სურვილი ექნება, შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოინახულოს პატიმარი, ჩვენ მივცემთ ამის იურიდიულ საშუალებას. 

ვისაც ამის სურვილი ექნება, ჩვენთან უნდა მობრძანდეს, რეგისტრაციას გაივლის, ამის შემდეგ მივანიჭებთ სპეციალურ სტატუსს, რომლის ქვეშაც შეიძლება, რომ შევიდეს კონრეტულ დაწესებულებაში და მოინახულოს კონკრეტული პატიმარი" - ამბობს ალექსანდრე კობაიძე ტაბულასთან

რელიგიური ორგანიზაცია 2017 წელს პარტია გირჩმაც დაარეგისტრურა - ბიბლიური თავისუფლება, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. 

კომენტარები