სასმელი წყალი

GWP უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში წყლის ხარისხი სტანდარტს არ შეესაბამება

Georgian Water and Power-ი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტს. კომპანიის განცხადებით, სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს" - აცხადებს GWP.

კომენტარები