ვაკის პარკი

გარემოს დამცველებმა ვაკის პარკში "საზეიმო" აქცია გამართეს

მარი ყანჩაველი

ვაკის პარკში გარემოს დამცველების აქცია გაიმართა. აქცია საპროტესტო უნდა ყოფილიყო, თუმცა ფორმატი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გადაწყდა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მწვანე სივრცეებს მომავალშიც დაიცავენ და დღევანდელმა დღემ ცხადყო, თუ რა შეუძლია სამოქალაქო აქტივიზმს.


ფოტო: ხვთისო ტურდილაძე

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელთან მერიამ შეთანხმებას მიაღწია და ვაკის პარკში დაგეგმილ ადგილზე სასტუმრო აღარ აშენდება. 

კომენტარები