კალაძე: უგულავა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს გასცემდა

როგორც მოგეხსენებათ 2013 წელს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იქნა გაცემული სპეციალური ნებართვა, რომელიც არის უვადო და შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30 მეტრიან სასტუმროს აშენებაზე ვაკის პარკში. მაშინდელი მერი [გიგი უგულავა] სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა ეს ჯერ ვერ დავასკვენი. ვაკის პარკის ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს რომ ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი.

თბილისის მოქმედი მერი ყოფილი მერის შესახებ. კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელთან შეთახმებას მიაღწიეს და ვაკის პარკში, "იმ კონკრეტულ ადგილზე სასტუმრო აღარ აშენდება".

კომენტარები