ზურაბ ყიფშიძე

ზურა ყიფშიძე: შეიძლება ბომჟი არა, მაგრამ ღარიბი ვარ, საშინელი მდგო­მარეობა მაქვს

შეიძლება ბომჟი არა, მაგრამ ღარიბი ვარ, აბა, რა ვარ? საშინელი მდგო­მარეობა მაქვს.

რუსებთან გზა გადაკეტ­ილი მაქვს, არასასურველი ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენთანაც არ ხდება არაფერი, რომ გამოიმუშაო, არადა, ამხელა ოჯახი, წამლები, დასვენება... ეს ყველაფერი რთულია.­ ბინები აღარ მაქვს, რაც მქონდა, გავყიდე და ერთ დიდ ბინაში რამდენიმე ოჯახი ვცხოვრობთ. ჯერჯერობით არ ვჭამთ ერთმანეთს, მაგრამ... გიორგის სამუშაო ჰქონდა, ეგონა, ყოველთვის ექნებოდა, ისიც დეპრესიულ მდგომარეობაშია, აქეთ ლენუკას არა აქვს სამსახური.

ეს განცხადება მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა. ინტერვიუ გუშინ, 23 იანვარს გამოქვეყნდა. ცნობისთვის, ბოლო არჩევნებზე ყიფშიძე "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერ იყო, მონაწილეობდა მის სარეკლამო კლიპებსა და კონცერტებში.

კომენტარები