"ყვითელ ჟილეტებსა" და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, ხალხის ნაწილს მაკრონის გადადგომა სურს

Reuters

საფრანგეთში, სადაც "ყვითელი ჟილეტების" დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

შეკრებილები, რომლებიც გაზრდილ ფასებს უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გულრგილობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. მათი ნაწილი მაკრონის გადადგომასაც ითხოვს. 

პროტესტი პარიზში მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ მალევე გადაიზარდა არეულობაში. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, სენ ჟერმენის ბულვარში კი ნაგვის ურნები ამოაყირავეს.  

საპროტესტო გამოსვლები პარიზში შობა-ახალი წლის შემდეგ დღეს განახლდა. ახალ წლამდე ის რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა. შეტაკებებისას 4 ადამიანი დაიღუპა. 

აქციები საწვავის აქციზის ფასის მომატების გამო დაიწყო. მოგვიანებით საფრანგეთის მთავრობამ საპროტესტო აქციების გამო საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო.

თავდაპირველად პროექტი 6 თვით გადაიდო, რათა მოლაპარაკებები გამართულიყო.

თუმცა, აქციები სხვადასხვა მოთხოვნით კვლავ გაგრძელდა. საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი 23%-მდე შემცირდა. 

რამდენიმე კვირის წინ ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ საშემოსავლო მინიმუმს 7%-ით გაზრდის და გადასახადებს შეამცირებს.

მაკრონის გეგმის მიხედვით 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი თვეში 100 ევრომდე გაიზრდება. ამასთანავე გაუქმდება დაგეგმილი ცვლილება, რომლითაც დაბალშემოსავლიან პენსიონერებს გადასახადები ეზრდებოდათ.

გარდა ამისა, სახელმწიფო დამსაქმებლებს წაახალისებს, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს გადასახადებისაგან თავისუფალი ბონუსი მისცეს.

მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით ცვლილებები სახელმწიფოს 8-დან 10 მილიარდ ევრომდე დაუჯდება.

კომენტარები