ცუნამი

ინდონეზიაში, ცუნამის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა და 584 დაშავდა

bbc

ინდონეზიაში მომხდარი ცუნამის შედეგად, ბოლო მონაცემებით 62 ადამიანი დაიღუპა და 584 დაშავდა. 

BBC-ის ინფორმაციით, დაზიანებულია 100-მდე შენობა. 

როგორც ექსპერტები ამბობენ, სტიქია ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევამ გამოიწვია. ზონდის სრუტეში, რომელიც ინდონეზიის ორ კუნძულს, იავასა და სუმატრას ყოფს, ძლიერი ბიძგები გუშინ ღამით დაფიქსირდა. 


ფოტო: bbc

სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები დაკარგულებს ეძებენ.  


ფოტო: bbc

კომენტარები