გაერთიანებული ოპოზიცია

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლაზე: არ მეშინია მათი, მაგრამ მეშინია ექსცესების

რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ ქართველ ხალხს დავეხმარო პირადადაც, ფიზიკურადაც ამ უბედურებისგან მშვიდობიანად გათავისუფლებაში და კიდევ მეტი ძალმომრეობის, ძალადობის, გაღარიბების და უბედურების თავიდან აცილებაში. და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ექსცესები.

მე არ მეშინია მათი, მე ხელბორკილი მქონდა დადებული უკრაინელი ოლიგარქის მიერ და საქართველოს ხელისუფლებამ, ივანიშვილმა ლამის ჩაისვარა შიშით, რომ შეიძლება, უკრაინას გადმოვეცი საქართველოსთვის. ყველანაირი ზომები მიიღეს, მათ შორის, აეროპორტები ჰქონდათ დაკეტილი და ჩემი თვითმფრინავი რომ მიფრინავდა კიევიდან, გული უსკდებოდათ, რომ შემთხვევით არ გადმოსულიყო თბილისში, გაფრთხილებული იყო ყველა, რომ ასეთი რეისი, ასეთი ბორტი საქართველოში არ შემოეშვათ...

ამიტომ, მათ ეშინიათ ჩემი და მე არ მეშინია მათი, მაგრამ მე მეშინია ექსცესების, მეშინია, რომ ჩვენი ხალხი არ დაზარალდეს, ამას არ მოჰყვეს ის, რაც შემდეგ შეუბრუნდება საქართველოს და არამხოლოდ ივანიშვილს, ამის მეშინია, მაგრამ ნამდვილად არ მეშინია ივანიშვილის და ნამდვილად არ მეშინია საკუთარი სიცოცხლის

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი TV პირველის გადაცემა პოლიტმეტრში, კითხვაზე, რა ტიპის შეძახილს ელოდება ქართველი ხალხისგან, რომ საქართველოში ჩამოვიდეს. ცნობისთვის, 2 დეკემბრის აქციაზე, სააკაშვილმა ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა - "როგორც კი დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით".

კომენტარები