ოფიციალური ვიზიტი

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

NATO

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოშია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აპატურაი საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება.

ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

"კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში ვიზიტი ადასტურებს ნატო-საქართველოს ურთიერთობების მაღალ ინტენსივობას და ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას ნატო-ს დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია",- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

კომენტარები