ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ედი მერფის თავის საცოლესთან ფეიჯ ბათჩერთან შვილი შეეძინა, მას მაქსი დაარქვეს. ეს მსახიობისთვის მე-10 ბავშვია.
მაქსი ედი მერფის უფროსი ძმისა და კომიკოსის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელიც გასულ წელს ლეიკემიით გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ.

ფოტო: usatoday.com
მერფი და ავსტრალიელი მოდელი ერთმანეთს 2012 წლიდან ხვდებიან. მაქსი წყვილის მეორე საერთო შვილია. მათი ქალიშვილი, იზი 2 წლისაა. ედი მერფის უფროსი შვილი ერიკი 29 წლის.





