რეკლამა

11 მლნ მოგებული ლარი და 1 500 000 მოგებული ადამიანი - ეროვნული ლატარიის მუშაობის შედეგები

საქართველოს ეროვნული ლატარია რვათვიანი მუშაობის შედეგებს აქვეყნებს.

ამ პერიოდში გაცემული მოგების საერთო რაოდენობამ 11 მილიონი ლარი შეადგინა, მოგებული ადამიანების რაოდენობამ კი მილიონნახევარს მიაღწია.

რვა თვის განმავლობაში ორჯერ გათამაშდა ჯეკპოტი. ტირაჟიანი ლოტო „6/36“-ის პირველი ჯეკპოტის – 857 007 ლარის მფლობელი გახდა პენსიონერი ლალი ზურაბიშვილი, ხოლო მეორე ჯეკპოტი – 547 235  ლარი წილად ხვდა, ასევე, პენსიონერს თბილისიდან ივანე სომხიშვილს, რომელსაც მოგებული თანხა უახლოეს მომავალში გადაეცემა.

საქართველოს ეროვნული ლატარიის რვა პროდუქტი: ლოტო "6/36" და ონლიანლოტო "5/35 – ოქროს ბურთი", მომენტალური გათამაშებები "საახალწლო", "ფარაონი", "შვიდიანი", "სამი შანსი", "ჯოკერი" და "ოქროს საწმისი" ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. "6/36“-ისა და "5/35“-ის ბილეთების შეძენა კი სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია – საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე: www.lotto.ge;

"მოგება შეუძლია ყველას! იყავი შემდეგი, შემოუერთდი ლატარიის გამარჯვებულთა უდიდეს არმიას. საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ მოგებას" - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები