გერმანია

გერმანელ თინეიჯერს მართვის მოწმობა აღებიდან 49 წუთში ჩამოერთვა

GETTY IMAGES

18 წლის მამაკაცმა მართვის მოწმობის ტესტი წარმატებით ჩააბარა და სახლში დაბრუნების დროს, ქალაქ ჰემერში სიჩქარეს გადააჭარბა.

სიჩქაროს მზომმა რადარებმა დააფიქსირა, რომ მამაკაცი დაშვებული 50 კმ/სთ-ის ნაცვლად 95 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობდა.

“ზოგი რამ სამუდამოდ გრძელდება - ზოგი ერთი საათიც კი არა” - წერია გერმანიის პოლიციის განცხადებაში.

ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად კიდევ 4 ადამიანი იყო მანქანაში, მათი თქმით, ის მანქანის ტარების უნარების გამოვლინებას ცდილობდა.

მამაკაცს ჯარიმის სახით 200 ევრო დაეკისრა და მართვის მოწმობა 4 კვირით ჩამოერთვა.

კომენტარები