არაფერი არ არის გაკეთებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მართალია ერთი მკვლელი დაკავებულია, იხდის სასჯელს, მაგრამ კიდევ ჩემი შვილის ორი მკვლელი გარეთ დადის. არაფრის გაკეთებას არ აპირებს ეს ხელისუფლება, პირიქით, მფარველობს მკვლელებს. აუცილებლად ყველა მკვლელი უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. მოვა გონს ეს ხელისუფლება, ძალიან კარგი იქნება მათთვის, თუ მისცემენ პასუხისგებაში, თუ არადა აუცილებლად სხვა ხელისუფლების ხელში მოუწევს ამ გამოძიებას ხელახალი დაწყება.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს მივდივართ ქართული ოცნების ცენტრალური შტაბისკენ, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელი გადაიყვანეს სამუშაოდ, ფიქრობენ, რომ დაგვიმალავენ სადმე, მაგრამ ვერსად დამალავენ იოსებ გოგაშვილს. იოსებ გოგაშვილი არის პირდაპირ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელი. ეს პიროვნება ციხეში უნდა იყოს უვადოდ.