ესპანეთის ლა ლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა

ესპანეთის ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი დასახელდა. ამ ინფორმაციას ესპანეთის ლა ლიგის ტვიტერის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

სექტემბერში, მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა. 31 წლის არგენტინელმა ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე პასი ჩაიწერა.

კომენტარები