აქცია ბერლინში

ბერლინში ქსენოფობიის და რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა

გერმანიაში რასიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის და ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრანტები გერმანიის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ ბერლინში. მათი უმეტესობა სწორედ იმ ქალაქებიდან იყო, სადაც ულტრამემარჯვენეები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან. 

ხალხის რაოდენობით ორგანიზატორებიც გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან ისინი მხოლოდ 40 000 დარეგისტრირებულ ადამიანს ელოდებოდნენ. მათი თქმით აქციაზე 242 000 ადამიანი მივიდა. 

აქციაში სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას, თუმცა მათი უმრავლესობა პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წინააღმდეგ გამოვიდა რომლებიც ანტისაემიგრაციო პოლიტიკით არიან ცნობილნი. მათ შარშანდელ არჩევნებში ზღვარი გადალახეს და პარლამენტში მოხვდნენ. 

2018 წლის გვისტოში გერმანიის ქალაქ კნემიცში ორი ლტოლვილი 35 წლის გერმანიის მოქალაქე კაცის მკვლელობაში დაადანაშაულეს. რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქცია ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დასრულდა.  

კომენტარები