პეტრო პოროშენკოს გამოსვლა გაეროში

პეტრო პოროშენკო გაეროს: თქვენს სიჩუმეს კრემლი ჩვენს წინააღმდეგ იყენებს

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლაში საერთაშორისო საზოგადოება და გაერო მათი მთავარი მისიის, ომებისა და აგრესიის თავიდან აცილების, შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

"უკრაინამ დამოუკიდებელი გადაწყვტილება მიიღო ეცხოვრა ისე, როგორც სურდა და ხელი შეეწყო დემოკრატიულ კანონებსა და ღირებულებებზე დამყარებული თავისუფალი სამყაროს მშენებლობისათვის. რუსეთმა უკრაინა ამ გადაწყვეტილების გამო დასაჯა.

ის თავს აჩვენებს, თითქოს უკრაინა, ისევე როგორც საქართველო "საკუთარ ქვეყანას დაესხნენ თავს." ვიცით რუსეთის კიდევ რომელი მეზობელი "დაესხმება საკუთარ თავს" შემდეგი? თუ ვიქნებით "კომფორტულად გაბრუებულები" (“comfortably numb”) იმის იმედით, რომ "შემდეგი მე არ ვიქნები"? როდესაც ჩვენ ვიცავთ უკრაინის მიწებს და ჩვენს თავისუფალ არჩევანს აღზევებული ნეო-იმპერიალისტური ძალისაგან, რომელიც მზადაა მსოფლიო ხელახლა გახლიჩოს - ჩვენ თავისუფალ სამყაროს ვიცავთ."

პოროშენკომ რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა და გაეროს გაფუჭებული დაწესებულება უწოდა, რადგან რუსეთი ახერხებს ნაწილობრივ თავი დაიცვას მათი სადამსჯელო ღონისძიებებისგან.

"თქვენი სიჩუმე არის ზუსტად ის, რაც კრემლმა უკრაინის და საბოლოო ჯამში ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ გამოიყენა. ვერაფერი შეაჩერებს მოსკოვის აგრესიულ, ექსპანსიურ პოლიტიკას, თუ ის საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პასუხის წინაშე არ დადგება, თუ მისი ქმედებებისათვის სასჯელი გარდაუვალი არ იქნება.

შესაფერისი სასჯელის არარსებობის გამო საქართველოს შემდეგ დადგა უკრაინის ჯერი, ლიტვინენკოს შემდეგ სკრიპალების, ალეპოს შემდეგ იდლიბის...

კრემლი გაჩერებას არ აპირებს. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ მისი მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის მდებარე აზოვის ზღვის ოკუპაციაა." თქვა პოროშენკომ.

"ეს სახიფათო გადახრა არა-ცივილური კანონებისაკენ უნდა შეჩერდეს. ჩვენი მისია და საერთო პასუხისმგებლობაა გავაძლიეროთ გაერო რათა გააკეთოს ის, რასაც მისგან მოველით." მიმართა პოროშენკომ ასამბლეის მონაწილეებს.

 

კომენტარები