ძიუდო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა 100 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ ორთაბრძოლაში, 29 წლის სპორტსმენი სამხრეთ კორეელ გუჰამ ჩოსთან დამარცხდა.

ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით წუთებში კი, გუჰამ ჩომ ვაზარით იმარჯვა.

ლიპარტელიანმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მესამედ იბრძოლა, მაგრამ ოქროს მედალი ვერცერთხელ მოიგო.

კომენტარები