სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას პირველად ეწვია

მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი
Reuters

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯე ინი ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტით პირველად წევია. ეს ბოლო ათწლეულის მანძილზე მსგავსი ოფიციალური ვიზიტის პირველი შემთხვევაა. დედაქალაქ ფხენიანში მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი დახვდა. ლიდერებმა ერთად იმგზავრეს ლიმუზინით. მათ გზად 100,000-მდე ჩრდილოეთ კორეელი დახვდათ კორეის გაერთიანების შეძახილებით.

კიმ ჩენ ინმა მუნ ჯე ინს დონალდ ტრამპთან სინგაპურში გამართული სამიტის ორგანიზებაში გაწეული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

"ამის წყალობით, რეგიონში პოლიტიკური სიტუაცია დასტაბიულურდა და უკეთეს შედეგებსაც ველოდები." თქვა კიმმა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაზე, კორეის ომის ოფიციალურად დასრულებაზე და სამომავლო სამიტებზე ისაუბრებენ.

მოლაპარაკებების პირველი სესია კორეის მმართველი მუშატა პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში გაიმართა და ორ საათს გაგრძელდა. ხვალ დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გავრცელდება. სამხრეთ კორეის ლიდერის ვიზიტი სამ დღეს გაგრძელდება.

კომენტარები