ნიგერიაში გაზის ტანკერის აფეთქებას, სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ნიგერიაში გაზის ტანკერის აფეთქებას, სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა და ასობით დაშავდა. შემთხვევა ნასარავას შტატში მოხდა. ინფორმაციას ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, უბედური შემთხვევა ლაფია-მაკურდის გზაზე მოხდა, რომელიც დედაქალაქ აბუჯას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნიგერიასთან აკავშირებს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორის, უსმან აჰმედის თქმით, შემთხვევას გამოიძიებენ. 

"დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ 35 ადამიანი დაიღუპა.რომელთა უმეტესობა ისინი არიან, ვინც აფეთქებით დაინტერესდა რა ხდებოდა და სადგურს მიუახლოვდა",-თქვა მან

ნიგერიაში გაუმართავი გზების და დაბალი უსაფრთხოების ხარისხის გამო მსგავსი შემთხვევები ხშირია. მიმდინარე წლის ივნისში გაზის ტანკერის აფეთქებას, ლაგოსში 9 ადამიანი ემსხვერპლა და 53 ავტომანქანა დაიწვა. 

კომენტარები