აფრიკელი მიგრანტები

ესპანეთის სანაპიროსთან 626 აფრიკელი მიგრანტი გადაარჩინეს

ესპანეთის სანაპიროსთან 626 აფრიკელი მიგრანტი გადაარჩინეს.

იტალიის მხრიდან ლტოლვილებისთვის პორტების ჩაკეტვისა და ლიბიის ხელისუფლების მიერ გამკაცრებული ზომების გამო, მიგრანტების დიდი ნაწილი ალჟირში ან მაროკოში მიემგზავრება, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის გავლით, ესპანეთში ჩადის.

მაროკოს ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩრდილოეთ სანაპირო რაიონებიდან ასობით მიგრანტი ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში გადაიყვანა. 

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ესპანეთში 28 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა, იტალიაში- 18 000-მდე, საბერძნეთში კი დაახლოებით 15 000.

გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპამდე მიღწევის მცდელობისას, ბოლო რვა თვეში, ყოველი 18 მიგრანტიდან ერთი დაიღუპა.

ყველაზე მეტი ადამიანი დაიკარდა ან დაიღუპა ივნისში. ამ თვის განმავლობაში, ევროპამდე მიღწევის მცდელობისას ყოველი 7-დან 1 ადამიანი დაიღუპა, უგზოუკვლოდ დაიკარგა 500-მდე ადამიანი. 

კომენტარები