გიორგი ქობულია

ქობულია: რაც დავდექი მინისტრად ნახევარი მომიწია შვებულება

რაც დავდექი მინისტრად, ნახევარზე მეტი ვიმუშავე, ნახევარი მომიწია შვებულება, მაგრამ აქედან მაქვს კონტაქტი ჩემს ხალხთან. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკითხები გადავწყვიტო. მე რომ მცოდნოდა, რომ მინისტრად ვდგებოდი არა ივლისში, არამედ მაისში, მაშინ ასეთი საკითხი არ იდგებოდა. რადგან ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მოხდა, მე უკვე ვეღარ შევცვალე ბევრი რაღაც, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მქონდა რაღაცეები, რაც უნდა დავასრულო

რუსთავი 2-თან ამბობს ქობულია. გიორგი ქობულია მინისტრის თანამდებობაზე 12 ივლისს დაინიშნა, მას შემდეგ ის რამდენჯმერმე იყო შვებულებაში. მათ შორის შვებულების გამო არ ესწრებოდა ანეგა მერკელის ოფიციალურ ვიზიტს, მან დღევანდელი მთავრობის სხდომაც გააცდინა. ქობულია სამსახურში სექტემბერში ბრუნდება.

კომენტარები