კრუიზი

საკრუიზო ლაინერიდან გადავარდნილმა ტურისტმა, მაშველების მისვლამდე წყალში 10 საათი გაატარა

ხორვატიის სანაპიროებთან ბრიტანელი ტურისტი გადაარჩინეს, რომელიც საკრუიზო ლაინერის ბორტიდან ზღვაში გადავარდა. ამის შესახებ BBC წერს

ინციდენტი კრუიზ Norvegian star-ზე მოხდა. 46 წლის ქალი ბორტზე სეირნობის დროს გემიდან გადავარდა. მისი გაუჩინერების შემდეგ კრუიზის კაპიტანმა სამძებრო სამუშაოები დაიწყო. ოპერაციაში ხორვატიის სანაპირო დაცვაც მონაწილეობდა.

ხორვატიის სამაშველო ხომალდმა ქალი მეორე დღეს იმ ადგილთან ახლოს იპოვეს, საიდანაც გადავარდა. საბოლოო ჯამში, მან ზღვაში 10 საათი გაატარა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

კომენტარები