ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ჩოგბურთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

NikolozBasilash / facebook.com

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ჩოგბურთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

მან მოწინააღმდეგე ნიკოლას იარი სამ სეტში ანგარიშით 7:5, 0:6, 6:1 დაამარცხა.

ხვალ, ფინალში ბასილაშვილი არგენტინელ ჩოგბურთელს, ლეონარდო მეიერს დაუპირისპირდება, რომელიც ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.

კომენტარები