საპრეზიდენტო არჩვენები

კობახიძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მასკულინურია ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია

[პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევისას]ქართული ოცნების მიმართ ლოიალობა არ იქნება არავითარ შემთხვევაში, ბუნებრივია, კრიტერიუმი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა. დაწყებული ასაკით, დამთავრებული გენდერით. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მასკულინურია ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია. ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შეიძლება, რა თქმა უნდა, დაფიქრება. შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა იმისათვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ჩვენ ქვეყანაში განვითარების პროცესი. სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ.

კომენტარები