საბურთალოს ნაწილს, მათ შორის კლინიკებს, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

Getty Images

საბურთალოს რაიონის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, მათთან "შეუთანხმებელი სამუშაოებისას", სამშენებლო კომპანია "ქონსტრაქშენ სერვისმა" საბურთალოს რაიონში, კარტოზიას #8-ში, 450 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა. 

დაზიანების შედეგად, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზმომარაგება ავარიულად შეიზღუდა შემდეგ მისამართებზე:

კახა შევარდენიძის, გივი კარტოზიას, ყაზბეგის გამზ. 18, 20, 25, საბურთალოს 57კ, 59კ, 61კ, 63კ, 65კ, 67კ, ზაქარიაძის, ასათიანის, ვ.ფშაველას გამზირი 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხსა და შესახვევში მდებარე კორპუსები, შალვა ნუცუბიძის ქ. 2-დან 50-ის ჩათვლით, 1-დან 57-ის ჩათვლით, დელისის ქუჩის დასაწყისს, დელისის 3, ასევე თამარაშვილის ქ. 13 (მ2)-ის ტერიტორია, ზემო-ვეძისის, ვ. ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი;

გაზმომარაგება შეუწყდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, სასტუმრო "ბათესტა"-ს, ავერსის კლინიკას, ასათიანის ქუჩაზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვა კომერციულ ობიექტებს.

"ადგილზე მობილიზებულია "ყაზტრანსგაზ - თბილისის" სწრაფი რეაგირების ბრიგადები, რათა დროულად აღდგეს უსაფრთხო გაზმომარაგება. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 18 ივლისის დილის 09 საათიდან და დასრულდება 16:00 საათისთვის. 

ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოსახლეობას მოვუწოდებთ, დაკეტილი ჰქონდეს გაზის ონკანები და არ დატოვოს უყურადღებოდ გაზის დანადგარები. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, - აცხადებს კომპანია.

კომენტარები