თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 ივლისს წყალი არ მიეწოდება - აღდგენის დრო

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება.

გლდანის რაიონი - მუხიანი 2-ში, ნუშის ქუჩაზე, გადაერთებითი სამუშაოების გამო, 16/07-ის 09:00-დან 20:00 საათამდე, წყალი არ ექნება - მუხიანი 2-ში: ნუშის ქუჩას.

კრწანისის რაიონი - ზემო ფონიჭალაში, სატუმბო სადგურში, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 16/07-ის 09:00-დან 13:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება ზემო ფონიჭალას.

ისნის რაიონი - ლუსინიანის ქ. N 11-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 16/07-ის 06:15-დან 16:00 საათამდე,წყალმომარაგება არ ექნება: 300 არაგველის, შავსოფელის, ბოდბის, არბოშიკის, ლუსინიანის ქუჩებს, ბოჭორმის ქ. N 1-დან N 20-ის ჩათვლით.

გლდანის რაიონი - გლდანის მასივი, VIII მ/რ-ის N 27-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 16/07-ის 03:00-დან 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანის მასივი VIII მ/რ-ის N 1-დან N 32-ის ჩათვლით.

მთაწმინდის რაიონი - ძმები კაკაბაძეების ქ. N2-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 16/07-ის 02:00-დან 17:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ძმ.კაკაბაძეების ქ. N 6, გაბაშვილის ქუჩას.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და შეეცდება, ტექნიკური სამუშაოები, 
რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს" - აცხადებს კომპანია.

კომენტარები