არა, ჩვენ უკვე ვთქვით ეს მკაფიოდ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ამ ტიპის პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობა არ გვინდა. ამ პოლიტიკურ ძალებთან განსხვავებები იმდენად დიდი გვაქვს, ამაში [შეხვედრაში] აზრს ვერ ვხედავთ, სიმართლე გითხრათ.
სხვა მხრივ, ამ საქმის და არამხოლოდ ამ საქმის გამო, ყველამ, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად, იმ ფორმით უნდა გააგრძელოს წნეხი ივანიშვილის რეჟიმზე. ამიტომ ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც ამ მიმართულებით ეფექტურ ნაბიჯს გადადგამს. აქციებს აქვს დიდი მნიშვნელობა იმ საქმეში, რომ დამატებით ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, გადადგან ნაბიჯები, რათა შევამციროთ მათ მიერ ჩვენი ქვეყნისთვის მოყენებული ზიანი. ეს არის ყველა ნორმალური ოპოზიციის ამოცანა. ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, მაგრამ არის არსებითი, ფუნდამენტური განსხვავება და ამიტომ არ ვართ ჩვენ ორგანიზატორები ამ აქციების.
არის ხალხი, ვინც იძახის, რომ თუ ამ მაქსიმალურ სასურველ შედეგს არ მივაღწიეთ, დანარჩენი არაფერი არ გვაინტერესებს, ჩვენ ეს მიგვაჩნია უპასუხისმგებლობად.
დანარჩენი მიგვაჩნია კინკლაობად, რომელიც მართლა აწყობს ივანიშვილს. შენ თუ რამე სხვა ეფექტურ ნაბიჯებზეც მზად ხარ, რომ ზეწოლა მოახდინო ხელისუფლებაზე, მერე იწყება ბრალდებების ნიაღვარი - რაც ვნახეთ და რაც გრძელდება. ჩვენ კონსულტაციებისთვის ყოველთვის მზად ვართ განსხვავებების მიუხედავად, ყოველთვის მზად ვართ, მოვისმინოთ საღი აზრის ფარგლებში წინადადებები ამა თუ იმ ტაქტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.





