ზურა ჯაფარიძის დაკავება

გიორგი გახარია: ზურა ჯაფარიძე წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლმენტში კითხვებს პასუხობს.

კითხვაზე, თუ რატომ დააკავეს 12 მაისს, "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, გახარიამ უპასუხა, რომ ის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

"ზურაბ ჯაფარიძე წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს, გადაღებულია ალბათ ის მომენტი, რომელიც დაკავების კონკრეტული შემთხვევა იყო, თუმცა დაკავების წინ, ბატონ ჯაფარიძეს თავისუფლად შეეძლო როგორც პირდაპირ ეთერში არაერთხელ ინტერნეტის საშუალებით შეურაცხყოფა მიუყენებინა პოლიციელისთვის ასევე მიეყენებინა. ამოცანა იყო იმ მომენტში, რომ პოლიციისთვის ყველა წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ყოფილიყო რეაქცია, რაც განახორციელა პოლიციამ.დაკავების ფაქტი, რომელიც არის გადაღებული, იქ ბატონი ჯაფარიძე არც წინააღმდეგობას უწევს და არც შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, თუმცა ამის დამადასტურებელი ბევრი ფაქტი შემიძლია მოგიყვანოთ, მის მიერვე გავრცელებული სხვადასხვაგან." - უპასუხა გიორგი გახარიამ.

მინისტრისვე თქმით, უწყებას აქვს ბევრი ფაქტობრივი კადრი, სადაც პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეები პოლიციას ფიზიკურად უსწორდებიან.

"სხვათა შორის აქ მოწოდებები იყო შეურაცხყოფის და როცა თანაზომიერებაზე ვსაუბრობთ - ძალიან ბევრი ფაქტობრივი კადრები გვაქვს, მეორე აქციის მონაწილეებიც ფიზიკურად როგორ უსწორდებოდნენ პოლიციას და ამაზე რეაქცია გვექნება, რა თქმა უნდა, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც - აქცია, რომელიც პარლამენტის წინ იყო, აგრესიულობა იქაც საკმარისი იყო." - თქვა გიორგი გახარიამ.

ზურა ჯაფარიძე, 12 მაისს, პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქციის მიმდინარეობისას დააკავეს.

კომენტარები