ავტოსაგზაო შემთხვევა

ვანში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, ერთი გარდაიცვალა, მეორე - დაშავდა

flickr

ვანში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. 

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს - ჩადენილს მთვრალ მდგომარეობაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

კომენტარები