ახალშობილი ბრიტანელი პრინცი

ახალშობილ ბრიტანელ პრინცს ლუი არტურ ჩარლსი დაარქვეს

GETTY IMAGES

კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა და ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა თავიანთ მესამე შვილს ლუი არტურ ჩარლსი დაარქვეს.

წყვილის მეორე ვაჟიშვილი ორშაბათს, ბრიტანეთის დროით 11:01 საათზე ლონდონის Lindo Wing of St.Mary’s Hospital-ში დაიბადა.

კენსინგტონის სასახლის Tweet-მა დაადასტურა, რომ ბავშვი ნამდვილად “მისი უდიდებულესობა კემბრიჯის პრინცი ლუის” სახელით იქნება წოდებული.

პატარა პრინცი მეხუთეა ტახტის მემკვიდრეთა ხაზში.


ფოტო: Getty Images

ბავშვის სახელი ლუი, პრინცი უილიამის ძმის, ჯორჯის შუა სახელია. არტური კი მეფე ჯორჯ მეხუთის, დედოფლის მამის შუა სახელი.

სამშაბათს საღამოს, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრინცმა უილიამმა თქვა, რომ ჯერ კიდევ არ იყვნენ სახელზე ჩამოყალიბებულები.

“მე ვმუშაობ ამ საკითხზე”- თქვა პრინცმა უილიამმა.

კვირის დასაწყისში პრინცმა თქვა, რომ ქეითი და ბავშვი კარგად გრძნობენ თავს.

“ჯერჯერობით, ძილი ძალიან მოწესრიგებული აქვს და კარგად იქცევა, რაც კარგი ამბავია.”- დაამატა პრინცმა უილიამმა ბავშვზე საუბრისას.

კომენტარები