ბოკერია კვიციანის ინიციატივაზე: ოცნებას და პატრიოტებს ფარისევლური მოტივაცია აქვთ

ქართულ ოცნებასა და მათ პარტნიორს პატრიოტთა ალიანსიდან, ემზარ კვიციანს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის ინიციატივა აქვთ. ეს ყველაფერს გვეუბნება. ისინი იყენებენ რელიგიისა და რელიგიური გრძნობების თემას საკუთარი, შავრაზმული პოლიტიკური ინტერესებისთვის. ეს საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას. ის რომ ემზარ კვიციანია ამ კანონპროექტის ინიციატორი, კარგი ინდიკატორია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, მათ შორის მორწმუნეთათვის. მათ აქვთ ფარისევლური მოტივაცია.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ემზარ კვიციანის ინიციატივაზე, რომელიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები