ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC წერს, რომ ბარბარა ბუში ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობდა და მკურნალობა შეწყვიტა.
ბარბარა ბუში ამერიკის პირველი ლედი 1989-1993 წლებში იყო. მას ბუშების პოლიტიკური დინასტიის მატრიარქალურ ფიგურას უწოდებდნენ, რომელიც ორ პრეზიდენტს მოიცავდა. ბარბარას ქმარი ჯორჯ ბუში უფროსი აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო მისი შვილი - ჯორჯ ბუში უმცროსი ამერიკის 43-ე პრეზიდენტად 2001 წელს აირჩიეს.