ავტოავარია ინდოეთში

ინდოეთში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 30 ადამიანი, მათგან 27 - ბავშვი

HT PHOTO

ინდოეთის მთიან რეგიონში, სკოლის ავტობუსი ხეობაში გადავარდა. bbc-ის ინფორმაციით, დაიღუპა 30 ადამიანი, მათგან 27 - ბავშვი.

მოსწავლეების გარდა, გარდაცვლილები არიან ავტობუსის მძღოლი და სკოლის ორი მასწავლებელი.

ავტობუსს 40-მდე მოსწავლე გადაჰყავდა. მათი უმეტესობა 10 წლამდე ბავშვი იყო.

კომენტარები