Fitch Ratings

Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის რეიტინგი გააუმჯობესა

Reuters

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის რეიტინგი გააუმჯობესა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურზე გადაიყვანა. Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს სუვერენული ობლიგაციებიშეფასება და ამჟამად "BB-"-ზე ფიქსირდება. 

საკრედიტო მოლოდინის ცვლილება დადებით სიახლედ შეაფასა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა:

"ცოტა ხნის წინ Moody's სარეიტინგო სააგენტომ გააკეთა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება Ba 2 -ზე ავინაცვლეთ. Ba 3-დან Ba 2-ზე ავინაცვლეთ. დღეს გახდა ცნობილი, რომ Fitch-ის საკრედიტო სააგენტომ საქართველოს პერსპექტივა ე.წ outlook საქართველოსი სტაბილურიდან პოზიტიურზე გადაიყვანა. ასე რომ მარტო ჩვენ არ ვამბობთ ამას, საკრედიტო სააგენტოებიც ადასტურებენ,"- ამბობს კვირიკაშვილი.

ერთადერთი სარეიტინგო კომპანია, რომელმაც საქართველოს რეიტინგი გააუმჯობესა Moody's-ია. სააგენტომ საქართველოს რეიტინგი Ba 3-დან Ba 2-მდე გაზარდა. Moody's სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველომ კარგად გაართვა თავი 2014 წელს რეგიონის მასშტაბით წარმოშობილ ეკონომიკურ შოკს, რის ფონზეც გამოჩნდა, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორსა და სახელმწიფოს საფინანსო ინსტიტუტებს კრიზისების ჯანსაღად გამკლავება შეუძლიათ.

Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის სკალა (ამ რეიტინგის მფლობელი ქვეყნების მითითებით)

  • AAA აშშ, დანია, სინგაპური, გერმანია და სხვები
  • AA+ ავსტრია, ფინეთი, ჰონგ-კონგი და სხვები
  • AA საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი და სხვები
  • AA- მხოლოდ სამხრეთ კორეა
  • A+ ჩილე, ჩინეთი, ისრაელი და სხვები
  • A ირლანდია, იაპონია, გაერთიანებული საემიროები
  • A- ლატვია, ლიტვა, პოლონეთი 
  • BBB+ იტალია, მექსიკა, პერუ და სხვები
  • BBB ყაზახეთი, პანამა, ბაჰრეინი
  • BBB- აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ინდოეთი და სხვები
  • BB+ პორტუგალია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა და სხვები
  • BB მხოლოდ ბრაზილია და ხორვატია
  • BB- აქ არის საქართველო, გაბონი, ნიგერია და სხვები
  • B+ განა, მონღოლეთი, ვიეტნამი და სხვები
  • B ეკვადორი, კამერუნი და სხვები
  • B- იამაიკა 
  • CCC ვენესუელა
  • DD

კომენტარები