მოდა

GIVENCHY-ს მოდის სახლის დამფუძნებელი, უბერ დე ჟივენში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

Thegurdian.com

GIVENCHY-ს მოდის სახლის დამფუძნებელი, უბერ დე ჟივენში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის ცნობით დიზაინერი შაბათს, 10 მარტს გარდაიცვალა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა სააგენტომ AFP-მ მხოლოდ დღეს გაავრცელა.

უბერ დე ჟივენში დიდი ხნის განმავლობაში იყო ოდრი ჰეპბერნისა და ჯაკლინ კენედის პერსონალური დიზაინერი. მისივე შექმნილია ოდრი ჰეპბერნის ცნობილი შავი კაბა ფილმ "Breakfast at Tiffany’s"-ში.

უბერ დე ჟივენშიმ მოდის სახლი Givenchy 1952 წელს, 25 წლის ასაკში დააფუძნა.

კომენტარები