ამ ტრაგიკულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, მაქსიმალურად ვმუშაობთ, ჩართულია სახელმწიფოს ყველა ორგანო, ყველა ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი. ზუსტად იგივე რეჟიმში და მსგავსი ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ზომების მისაღებად და მათ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსაყვანად.
tbl.ge/2tf9
დაკოპირდა

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის შესახებ. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს და მოკლეს, მისი ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ.
ამავე თემაზე
- ერგნეთში შეხვედრაზე ქართულ მხარეს ტატუნაშვილის ცხედრის ექპერტიზის თარგმანი არ ჰქონდა
- მეზვრიშვილი: არჩილ ტატუნაშვილის საქმეს დაემატა წამების კვალიფიკაცია
- აბესაძე ტატუნაშვილზე: ხელისუფლებამ მკაცრად უნდა მოსთხოვოს პასუხი რუსეთს
- კოჟორიძე: არჩილ ტატუნაშვილის საქმე თითოეული მოქალაქისთვის ღირსების საქმეა
- გახარია: ამოცანა იყო ჩვენი მოკლული გმირი ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის