არჩილ ტატუნაშვილის საქმე

კვირიკაშვილი არჩილ ტატუნაშვილზე: ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვება

პრემიერმინისტრი

პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შესახევ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი რაც შეიძლება მალე გადმოვასვენოთ.

"ჩვენს ქვეყანას, თავისი ისტორიის მანძილზე, არაერთი მძიმე განსაცდელი გადაუტანია. რამდენიმე დღისწინ კიდევ ერთი ტრაგედიის წინაშე დავდექით - ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ოჯახთან ერთად, ღირსეულადდავიტიროთ არჩილ ტატუნაშვილი, მასთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებპავლიაშვილი კი, ამ დრომდე ოჯახებთან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა სრულიად სამართლიანადაა შეძრული მომხდარი უბედურებით.საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთოჯახში. ყველა ჩვენი მეგობარი, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდზე გვიდგას ამ პროცესში. ამპროცესში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის როლი.

ახლა დგება დრო, როცა, მიუხედავად სამართლიანი ემოციებისა, უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა,რომ ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ არ შეგვიყვანოს იმ საბედისწერო სპირალში, რომელშიც 90-იანიწლების დასაწყისიდან გვიწევდა სიარული, ბედით თუ უბედობით, კონკრეტული ადამიანების სიმამაცითათუ კიდევ სხვათა საბედისწერო შეცდომებით, გამყიდველობით თუ კიდევ უამრავი სხვა მიზეზით.

ახლა არის დრო, როცა უნდა გავმაგრდეთ, მამაცი ვაჟკაცი სათანადოდ გამოვიგლოვოთ და მიწასმივაბაროთ. ამის შემდეგ, ისევ მოვიკრიბოთ ძალა და შეუქცევადად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აგურ-აგურ მშენებლობის პროცესი და, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღეს ამის თქმა, ოსებისა და აფხაზებისშემორიგების პროცესი - კიდევ უფრო მეტი შემართებით და გულმოდგინებით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების იქითა მხარესაც არიან ადამიანები, ვისთვისაც სულერთიარ არის თუნდაც ერთობლივი ცხოვრების ის ისტორია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.

ასევე, მწამს, რომ ყველა მხარეს, არსებობს რაციონალური ძალა, რომელსაც სჯერა მშვიდობისა დათანამშრომლობის.

ჩვენ წინ გვაქვს გასავლელი ურთულესი გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ კიდევ ერთხელ, ჩვენს, თუნდაც სამართლიან ემოციებს და აგრესიას მივცემთ საშუალებას, საბოლოოდ ან დიდი ხნით." - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმურ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი თქვეს.

კომენტარები