არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ესპანეთი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს

flickr

ესპანეთი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს, თუ რა გარემოებაში დაიღუპა „სეპარატისტული ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი“. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია. 
 
"ესპანეთის მთავრობა თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოელის, ჩაატაროს ამომწურავი და გამჭვირვალე გამოძიება ბოლო დროს საქართველოს დაპატიმრებული მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე. ამ გამოძიებისთვის დახმარება შეიძლება მოხდეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით". 

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 

კომენტარები