ბოკერია: მტერი, რომელსაც იუნკერები ებრძოდნენ, დღესაც ებრძვის ჩვენს თავისუფლებას

ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს მსხვერპლი არ იყოს წყალში გადაყრილი. საქმე, რომელსაც ამ ხალხმა [იუნკერებმა] შესწირა თავი, არის ბოლომდე მისაყვანი. ის გამოწვევა და ის მტერი, რომელსაც ეს ხალხი ებრძოდა ჯერ კიდევ ებრძვის ჩვენს თავისუფლებას. ამიტომ ჩვენი თაობისა და მომავალი თაობის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ არასოდეს დათმონ ჩვენი მონაპოვარი, რასაც თავისუფლება ჰქვია.

თქვა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ იუნკერთა ხსოვნასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

კომენტარები