რა თქმა უნდა ყოველთვის არის რაღაც ნაწილი საზოგადოების, რომელიც ყველაფერს იღებს და რომელიც არის მონა თავისი ბუნებით და ფეოდალიზმი მისთვის არის ბუნებრივი. უბატონო ქვეყანაში არ უნდა ცხოვრება. მისთვის ბატონი არის კარგი. იცის, რომ ბატონი ზის ეგერ თავისთვის, თავისთვის ხეები გადაირგა აგერ და იგრილებს და იჩრდილებს და ბატონია. ეს არის მენტალიტეტი ფეოდალური, მაგრამ, ეს ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას და ქართველი ერი, მე დარწმუნებული ვარ, არის თავისუფლების მოყვარე ერი. ეს ჩვენ ვნახეთ. ჩვენ გვინახავს აღმაფრენის მომენტები, მათ შორის 2008 იყო უმაღლესი აღმაფრენა, 2003 იყო უმაღლესი აღმაფრენა და გვინახავს დღევანდელი მომენტები, გაჩანაგებული, გავერანებული, დაშინებული განწყობის, მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების. მაგრამ, ეს ყველაფერი გავლადია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც კი გაჩნდება იმედის ნაპერწკალი, როგორც კი დაინახავენ რომ არის შესაძლებლობა, იგივე ხალხი ვინც მაგას ამბობს ხვალ იტყვის "ო, რას საზიზღარი ყოფილა ეს ბიძინა" და საკუთარი ხელით ამოძირკვავს იმ ხეებს, სხვათაშორის, რომ შეუვარდება და მერე კიდევ ჩვენი დასაცავი იქნება ეს ხეები რომ ამათ სათითაოდ არ დაპუტონ, არ დაანგრიონ და მისი სახლი არ დაშალონ. მისი სახლი უნდა შევინახოთ საბავშვო ბაღებისთვის. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსად გამოვიყენებთ. იმ კორპუსის განადგურების სანაცვლოდ, რომელიც მან ბათუმში მოსპო.
tbl.ge/2rwo
დაკოპირდა

მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ტოქ-შოუში "განსხვავებული აქცენტები"
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




