რუსეთი

რუსეთში სავარაუდოდ ISIS-ის წევრი მოკლეს, ვინც არჩევნების დღეს აფეთქებას გეგმავდა

Sputnik

რუსული მედიის ინფორმაციით ნიჟნი-ნოვგოროდში ჩატარებული სპეცოპერაციისას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი მოკლეს. ის სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს აფეთქების მოწყობას გეგმავდა.

მის სახლში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

გავრცელებული ცნობით მოკლული რუსეთის მეზობელი ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა ქვეყანა არ კონკრეტდება.

კომენტარები