კრიმინალი

რესპუბლიკური საავადმყოფო: დაჭრილი არასრულწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია

pfid.net

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანილი ორი არასრულწლოვნის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მათ გულმკერდზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აქვთ. ისინი, სავარაუდოდ, 17 წლის არიან. 

პოლიციელებმა შენობა დატოვეს. თუმცა, მედიის კითხვებს არ უპასუხეს. დეტალებზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროში საუბრობენ.

საავადმყოფოსთან დაჭრილების ახლობლები იკრიბებიან. შემთხვევის შესახებ არც ისინი ყვებიან. ინტერპრესნიუსს ერთ-ერთი დაჭრილის ახლობელმა უთხრა, რომ თბილისის #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს. მისი ინფორმაციით, შემთხვევამდე დაზარალებული რეპეტიტორთან მიდიოდა. გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მათზე რამდენიმე ადამიანმა იძალადა.

დაჭრილები 35-ე სკოლის მოსწავლეები არიან. 

კომენტარები