ჭერის ჩამოვარდნა ვარკეთილის მეტროში

გაბაშვილი: ვარკეთილის მეტროში მომხდარი თავიდან ბოლომდე არის თბილისის მერიის ბრალი

დაშავებულ ადამიანებს კომპენსაციაც უნდა გადაუხადონ, რადგან რაც მოხდა თავიდან ბოლომდე არის მერიის ბრალი. კონკრეტულად რა მოხდა მე ვერ დავიწყებ გამოძიებას, მაგრამ ფაქტია, რომ სამი თუ ოთხი თვის წინ დამთავრდა რემონტი და 4 თვეში მთელი შეკიდული ჭერი ჩამოვარდა. ობიექტი საარჩევნოდ გაიხსნა ზარ-ზეიმით, პოლიტიკურ კალენდარზე მოარგეს სამუშაოები როგორც ჩანს. რა ტიპის შეცდომაა აქ დაშვებული? ეს არის სიჩქარის გამო, კომპანიის არასწორი შერჩევის გამო, თუ ეს არის ტენდერის ხარვეზების გამო, თუ ეს არის მთლიანი უპასუხისმგებლობის გამო, რომ მერია მთლიანად დისფუნქციური და მორღვეული იყო ნარმანიას დროს და არის ახლაც.

ის სამსახურები რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არ ასრულებენ ჯეროვნად თავის ფუნქციებს, კომპანია კომპანია, რომელიც ასრულებს სამუშაოებს, მაგრამ არსებობს მერია, რომელმაც ეს სამუშაოები უნდა ჩაიბაროს. ცხადია არის ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვებული. ამ შეკითხვების დასმის დრო დადგება ძალიან მალე. პირველი ამოცანა ახლა არის სახელმწიფო სამსახურების, რომ ადამიანებს დაეხმარონ გამოჯანმრთელებაში, მაგრამ შემდგომ რა თქმა უნდა მოდის შეკითხვები. ეს არის შეკითხვები იმაზე, როგორ არჩევენ კომპანიებს, რომ ეს კომპანიები მერე ძალიან ხშირად არიან ქართული ოცნების შემომწირველები, ირჩევენ მათ ნეპოტიზმის ნიშნით, ირჩევენ მათ კორუფციული ნიშნით, ხდება გარიგებები, ხდება აბსოლუტურად უნიათოდ და მავნებლურად სამუშაოების წარმოება და არის აბსოლუტური მიშვებულობამ რაც ძალიან შესამჩნევია.

თბილისის საკრებულოს ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოვარდნის შესახებ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში. ვარკეთილის მეტროს ახალგარემონტებულ სადგურში შეკიდული ჭერი დღეს დილით ჩამოვარდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები