29 იანვარს, თბილისის ხუთი რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს

დღეს, 29 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

დიდგორის რაიონი

14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფლების ტაბახმელას და შინდისის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის, ოქროყანის, ამაღლების, შინდისის, მესხის, სავანელის, გერგეთის და შხეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანკტ-პეტერბურგის და მარჯანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და რთველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის, ჩახავას, ჩხეიძის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები